უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე, ელენა ზელენსკაია "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ემოციურ ტექსტს აქვეყნებს: "ჩემო ძვირფასო ხალხო, უკრაინელებო! დღეს ყველას გიყურებთ, გიყურებთ ტელევიზორში, ქუჩაში, ინტერნეტში, ვნახულობ თქვენს შეტყობინებებს და ვიდეოებს. მე ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვცხოვრობ ამ ქვეყანაში. ამბობენ, რომ ბევრი ადამიანი ბრბოა, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის ნათქვამი. იმიტომ რომ ბევრი უკრაინელი არ არის ბრბო, ეს არის ჯარი. დღეს მე არ ვარ პანიკაში და არ ვტირი. ვიქნები მშვიდი და თავდაჯერებული. ვიქნები ჩემს ქმართან და თქვენთან ერთად. მიყვარხართ თქვენ, მიყვარხარს უკრაინა" - წერს ელენა ზელენსკაია სოციალურ ქსელში.