ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - რას წერს აშშ-ს პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ზელენსკი?
ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტებმა სანქციებსა და თავდაცვის დახმარებაზე ისაუბრეს. თეთრმა სახლმა საუბრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
"სანქციების გაძლიერების, კონკრეტული დახმარების თავდაცვის კუთხით და ომის საწინააღმდეგო კოალიციის შესახებ ახლახან აშშ-ს პრეზიდენტთან განვიხილეთ. მადლობელი ვართ აშშ-ის უკრაინისთვის ძლიერი მხარდაჭერისთვის!“- წერს ვლადიმირ ზელენსკი საკუთარ ,,ტვიტერ“ გვერდზე.
"ინტერპრესნიუსი"