კიევის ქუჩებში ბრძოლა მიმდინარეობს
კიევის ქუჩებში ბრძოლა მიმდინარეობს, - ინფორმაციას BBC-ი დედაქალაქის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისთვის ჩვენი ქალაქის ქუჩებში ბრძოლები მიმდინარეობს,“- აცხადებენ ქალაქის მთავრობაში.
მოსახლეობას აფრთხილებენ, თავშესაფრებში დარჩნენ და ფანჯრებსა და აივნებს არ მიუახლოვდნენ.
ინტერპრესნიუსი