"ჩვენი პარტნიორების იარაღი და აღჭურვილობა უკრაინისკენ მომავალ გზაზეა - ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს!"
საფრანგეთმა უკრაინას საბრძოლო იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნა. ამ ინფორმაციას Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აქვეყნებს.
„დიპლომატიურ ფრონტზე ახალი დღე ემანუელ მაკრონთან საუბრით დაიწყო. ჩვენი პარტნიორების იარაღი და აღჭურვილობა უკრაინისკენ მომავალ გზაზეა. ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს!“- წერს ზელენსკი.