თორნიკე შენგელიამ მოსკოვის CSKA დატოვა - ქართველი კალათბურთელის პროტესტი რუსეთს - კვირის პალიტრა

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის CSKA დატოვა - ქართველი კალათბურთელის პროტესტი რუსეთს

თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ამ მოს­კო­ვის CSKA და­ტო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა ღირ­სე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო.

შე­გახ­სე­ნებთ, თორ­ნი­კემ გუ­შინ სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე უკ­რა­ი­ნას სო­ლი­და­რო­ბაც გა­მო­უ­ცხა­და:

"ვლო­ცუ­ლობ უკ­რა­ი­ნის­თვის, დარ­ჩით ძლი­ე­რე­ბი", - წერს სპორ­ტსმე­ნი სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

ჯერ-ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია თუ სად გა­აგ­რძე­ლებს კა­რი­ე­რას ქარ­თვე­ლი, თუმ­ცა რო­გორც ცნო­ბი­ლია გა­ნა­ცხა­დე­ბას დღეს, 26 თე­ბერ­ვალს გა­ა­კე­თებს.

თორ­ნი­კემ ცს­კას მა­ი­სუ­რით ევ­რო­ლი­გა­ზე 15 შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა, სა­შუ­ა­ლოდ კი 12.7 ქუ­ლას, 4.7 მოხ­სნას, 2.5 შე­დე­გი­ა­ნი გა­და­ცე­მას, 0.9 ჩაჭ­რა­სა და 0.3 და­ფა­რე­ბას აგ­რო­ვებ­და.

წყა­რო: sportall.ge