"იმედი კი არა, დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში!" - ქართველი მებრძოლი, უკრაინაში ფრონტის ხაზიდან (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"იმედი კი არა, დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში!" - ქართველი მებრძოლი, უკრაინაში ფრონტის ხაზიდან (ვიდეო)

ქართველმა მებრძოლმა რომელიც ამჟამად უკრაინაში, ფრონტის ხაზზე იმყოფება, "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს პოზიციები დაკავებული აქვთ და აუცილებლად გაიმარჯვებენ:

"მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში დაბომბვა გრძელდებოდა, დღეს დილიდან სიტუაცია სტაბილურია. გავუძელით, ქალაქი ვერ აიღეს, პოზიციები დაკავებული გვაქვს. მოხალისეები იმატებს. იმედი კი არა, დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში!

აქ ქართველებიდან მარტო ვარ, სხვას ვერაფერს ვიტყვი, გარკვეული მიზეზების გამო...

მოტივაცია როგორი გექნება, როცა სამშობლოში მოვლენ და სახლ-კარს აგიწიოკებენ... ღმერთმა მომცა ალბათ საშუალება ვალი გადამეხადა ჩვენი მოძმე ერისთვის", - ამბობს ქართველი მებრძოლი.

პალიტრანიუსი