სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო შეშფოთება გამოთქვეს - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო შეშფოთება გამოთქვეს

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

„პრეზიდენტებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სუვერენობის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მძიმე ვითარებაში, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. პრეზიდენტებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას. საუბრის ბოლოს კი პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით პარიზში მიიწვია“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.