უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევიდან 37 კილომეტრში რუსეთის სამხედრო ძალების 370 ერთეული ტექნიკის მობილიზება შეიმჩნევა - კვირის პალიტრა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევიდან 37 კილომეტრში რუსეთის სამხედრო ძალების 370 ერთეული ტექნიკის მობილიზება შეიმჩნევა

კიევიდან 37 კილომეტრში ზდვიჟევკის დასახლების არეალში რუსული სამხედრო ძალების 370 ერთეული ტექნიკის მობილიზება შეიმჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიანი“ კორესპოდენტ ანდრეი ცაპლინენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეპორტიორის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის ტექნიკა კიევის მისადგომებთან უკვე 6 საათის განმავლობაში იმყოფება.

"მანქანები წინ და უკან დადიან, თუმცა კიევის მიმართულებით არ იძვრებიან,“- ამბობს ჟურნალისტი.

უკრაინული მედიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ეს შესაძლოა პუტინის მიერ ჯარების უკრაინის სიღრმეში კიდევ უფრო წინ წაწევის დროებით შეჩერებას უკავშირდებოდეს.

"ინტერპრესნიუსი"