"წინასწარი მონაცემებით გარდაიცვალა 4 ადამიანი და დაშავდა 9 პირი" - რუსმა ოკუპანტებმა სოფელ სარტანაზე ავიაიერიში მიიტანეს - კვირის პალიტრა

"წინასწარი მონაცემებით გარდაიცვალა 4 ადამიანი და დაშავდა 9 პირი" - რუსმა ოკუპანტებმა სოფელ სარტანაზე ავიაიერიში მიიტანეს

დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა სოფელ სარტანაზე ავიაიერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 9 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

„წინასწარი მონაცემებით გარდაიცვალა 4 ადამიანი და დაშავდა 9 პირი, მათ შორის არის ბავშვიც. ადგილზე მუშაობს პოლიცია, სამხედრო დანაშაული დაფიქსირებულია, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით არის აღძრული, რაც ომის წესების დარღვევას გულისხმობს“,- ნათქვამია სამართალდაცავი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"