ანონიმურმა დონორებმა უკრაინას მილიონობით დოლარის ღირებულების ბიტკოინი გაუგზავნეს
კრიპტოვალურის ექსპერტები აცხადებენ, რომ ანონიმურმა დონორებმა უკრაინას მილიონობით დოლარის ღირებულების ბიტკოინი გაუგზავნეს. მათი თქმით, გაგზავნილი კრიპოვალუტის საერთო ღირებულება 9 მილიონ დოლარს აღემატება.
BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის უკრაინას კრიპტოვალუტა 4000-ზე მეტმა პირმა გაუგზავნა.