"ასე გააგრძელე კანცლერო!"- ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს - კვირის პალიტრა

"ასე გააგრძელე კანცლერო!"- ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს

ასე გააგრძელე, კანცლერო ოლაფ შოლც! - ასე მიმართავს “ტვიტერის" გვერდზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, რითაც გერმანიის მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებას ეხმაურება.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, "ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს".

"გერმანიამ ახლახან გამოაცხადა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებისა და ,,სტინგერის" ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ. ასე გააგრძელე, კანცლერო ოლაფ შოლც! ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, გერმანია უკრაინას 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და 500 „სტინგერს“ უგზავნის.

BBC-ის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურმა ბერლინმა უკვე დაადასტურა.