რადას დეპუტატის ინფორმაციით, უკრაინელებმა კიევის თავზე ორი „ილ-76“ ჩამოაგდეს
უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა უკრაინის დედაქალაქის თავზე მტრის ორი „ილ-76“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინული სააგენტოები რადას დეპუტატ გალინა ტრეტიაკოვაზე დაყრდნობით იუწყებიან.
„ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა უკვე ორი „ილ“-ი ჩამოაგდეს“ - დაწერა დეპუტატმა სოციალურ ქსელში.
მისი ვარაუდით, თვითმფრინავების ბორტზე რუსი მედესანტეები იმყოფებოდნენ.
ინტერპრესნიუსი