კიევში რუსულმა დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა ერთი ოჯახის სამი წევრი მოკლა, მათ შორის ერთი ბავშვია - კვირის პალიტრა

კიევში რუსულმა დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა ერთი ოჯახის სამი წევრი მოკლა, მათ შორის ერთი ბავშვია

კიევში რუსი ოკუპანტების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა, დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილში ოჯახის 5 წევრი იჯდა, დაიღუპნენ მშობლები და მეოთხე კლასელი გოგონა, ორი ბავშვი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებული ბავშვების მდგომარეობა მძიმეა.

"ინტერპრესნიუსი"