ფინეთი და ირლანდია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავენ - კვირის პალიტრა

ფინეთი და ირლანდია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავენ

ფინეთი და ირლანდია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავენ

ფინეთი და ირლანდია აცხადებენ, რომ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ზომები ძალაში.

ფინეთს რუსეთთან 1300 - კილომეტრიანი საზღვარი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ მას დასავლეთის მიმართულებით მთავარი მარშრუტის ჩაკეტვა უწევს.

მსგავსი გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს სხვა ქვეყნებმა, როგორიცაა ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი.

მოსკოვმა, თავის მხრივ, ასევე აკრძალა რამდენიმე ქვეყნის თვითმფრინავებს მის ტერიტორიაზე ფრენა.

"ინტერპრესნიუსი"