უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა - კვირის პალიტრა

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს.

"რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაუდებელ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთს დაევალება შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ქმედებები - საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი უბნების და არასამხედრო ინფრასტრუქტურის ზონების დაბომბვით - გენოციდის ნიშნებს ატარებს.

"ინტერპრესნიუსი"