"სუმში რუსმა სამხედროებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა ერთი ადამიანი" - კვირის პალიტრა

"სუმში რუსმა სამხედროებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა ერთი ადამიანი"

უკრაინის ქალაქ სუმში რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ავტომობილს, რომელშიც ორი ზრდასრული და სამი მცირეწლოვანი იჯდა, ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დიმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ავტომობილი მყოფი ქალი დაიღუპა.

ამასთან, დიმიტრი ჟივიცკის ინფორმაციით, იმავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.