უკრაინის შს მინიტრის მიადგილე: "რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ორშაბათს გაიმართება"
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ორშაბათს დილით გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი იენინმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე შეხვდება.
„შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში“, - დაწერა ზელენსკიმ „ფეისბუქზე“.