"ბელგია კიდევ 3000 ტყვიამფრქვევს და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს გვიგზავნის" - კვირის პალიტრა

"ბელგია კიდევ 3000 ტყვიამფრქვევს და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს გვიგზავნის"

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიის ხელისუფლებას დახმარებისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ გუშინდელი შეთანხმებების გარდა, ბელგია გვიგზავნის კიდევ 3000 ტყვიამფრქვევს და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს. მადლობა“-დაწერა მან "ტვიტერზე".