საფრანგეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ რუსეთი
საფრანგეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ რუსეთი. ამის შესახებ BBC-ი წერს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ხურავს მთელ თავის საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „რუსეთსა და ევროპას შორის საჰაერო მიმოსვლის მზარდი შეზღუდვების გამო, მკაცრად რეკომენდირებულია, რომ რუსეთში მყოფმა ფრანგებმა (ტურისტები, ვიზიტორები, სტუდენტები, მისიები) მიიღონ ზომები ქვეყნის დაუყოვნებლად დატოვების შესახებ არსებული საჰაერო კავშირებით“.
მან ასევე ურჩია მოქალაქეებს, გადადონ ნებისმიერი შემდგომი მოგზაურობა რუსეთში.