"რუსეთის ძალებმა ზაპაროჟიეს აეროდრომი დაბომბეს - კვირის პალიტრა

"რუსეთის ძალებმა ზაპაროჟიეს აეროდრომი დაბომბეს

ზაპაროჟიეში ვითარება იძაბება. რუსმა დამპყრობლებმა აეროდრომის ტერიტორია დაბომბეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზაპაროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდერ სტარუხმა განაცხადა.

„ამ დროისთვის ზაპაროჟიეს აეროდრომის დაცხრილვა მიმდინარეობს! გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები! სწორედ ახლა მტრის მიერ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცხრილვა ხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე არსებული ინფორმაციით, კვირას დილით რამდენიმე ავიადარტყმა განხორციელდა ზაპაროჟიას სამხრეთით. დაშავებულები არ არიან.

"ინტერპრესნიუსი"