უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება - კვირის პალიტრა

უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი იენინმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე შეხვდება.

„შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში“, - დაწერა ზელენსკიმ „ფეისბუქზე“.

ინტერპრესნიუსი