ფარმადეპოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები უკვე ხელმისაწვდომია
საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. საქართველოში ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მოახდინონ მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან. ფარმადეპო არის პირველი კომპანია, რომელმაც მოკლე დროში მოახდინა თურქული მედიკამენტების შემოტანა და შეთავაზება მოქალაქეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ამ ქვეყნისთვის განკუთვნილი მედიკამენტები, გამომდინარე თურქული საკანონმდებლო ბაზიდან და სპეციფიკიდან არის მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი. სწორედ თურქული ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტების შემოტანა გახდა შესაძლებელი საქართველოშიც. ფარმადეპომ პირველმა მოახდინა ამ მედიკამენტების იმპორტი და ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფარმადეპო წლებია ბაზარზე სტაბილურად დაბალ ფასს სთავაზობს თავის მომხმარებელს. გამარტივებული იმპორტის ფარგლებში, ფარმადეპოს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ განსაკუთრებულ ფასად შესთავაზოს მომხმარებელს თურქული ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტები, რომ კიდევ უფრო დიდი დანაზოგის გაკეთება იყოს მოსახლეობისთვის შესაძლებელი.
R