"ნატო უკრაინას საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით მხარდაჭერას უზრდის" - კვირის პალიტრა

"ნატო უკრაინას საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით მხარდაჭერას უზრდის"

ახლახან ველაპარაკე უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის და შევაქე ის უკრაინის ხალხისა და შეიარაღებული ძალების სიმამაცისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ტვიტერში წერს.

ნატო უკრაინას საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდებას ზრდის.

„ნატო-ს მოკავშირეები აძლიერებენ მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვის რაკეტების, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, ასევე ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების მიწოდებით“, - წერს სტოლტენბერგი.