"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს"
მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინსიტრი დენის შმიგალი "ტვიტერზე" წერს.
"უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!", - აღნიშნავს შმიგალი.
ის საქართველოს საკითხზე კიდევ ერთ "ტვიტს" აქვეყნებს და ქართველ ხალხს მიმართავს.
"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!", - აღნიშნავს შმიგალი ქართულ ენაზე დაწერილ "ტვიტში".
"ინტერპრესნიუსი"