ბაჩო ახალაია სააკაშვილზე: "ძალიან დიდი სირცხვილის გრძნობა მაქვს, მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი ციხეში უზის"
სირცხვილის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი, ძალიან მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი აქ [ციხეში] უზის, -ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შეეხებოდა.
მისივე თქმით, მას ბევრი რამ არ ესმის.
„მრცხვენია, გაოგნებული ვარ, არ მესმის. ბევრი რამ არ მესმის“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრების წამების საქმეზე ჰქონდა მისჯილი.
"ინტერპრესნიუსი"