"კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას"

კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას, -ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბაჩო ახალაიას თქმით, ის მუდამ ქვეყნის სამსახურში იყო.

„კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას. სხვა მე არაფერი მიკეთებია ჯერ, აი, 41 წლის ვარ. ქვეყნის სამსახურის მეტი, სამწუხაროდ, არაფერი მიკეთებია. ვის, რა და როგორ ესმის, ეს სხვა საკითხია“,-განაცხადა ახალაიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრების წამების საქმეზე ჰქონდა მისჯილი.

"ინტერპრესნიუსი"