"ახლა რომ გავ­ჩუმ­დე, მერე სა­კუ­თარ თავს არ ვა­პა­ტი­ებ" - რას წერს კახა კუჭავას მოსკოველი მეუღლე - კვირის პალიტრა

"ახლა რომ გავ­ჩუმ­დე, მერე სა­კუ­თარ თავს არ ვა­პა­ტი­ებ" - რას წერს კახა კუჭავას მოსკოველი მეუღლე

პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­ჯდო­მა­რის კახა კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლე ელი­ზა­ვე­ტა ოს­მი­ნი­ნა მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ქარ­თველ მე­უღ­ლე­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. ლი­ზას სა­კუ­თა­რი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო აქვს და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებს...

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს ლიზა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ქალი წერს, რომ ამ მძი­მე დღე­ებ­ში ყვე­ლა სტრეს­შია.

ელი­ზა­ვე­ტა ოს­მი­ნი­ნა:

"ჩემ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტებს ყო­ველ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა. მეს­მის რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი კი­თხუ­ლობს და ყო­ველ­თვის ვა­ფა­სებ თი­თო­ე­ულ სი­ტყვას წე­რი­სას ან ხე­ლახ­ლა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე.

არ შე­მიძ­ლია ჩუ­მად ვიყო ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ში­ნა­არ­სის პოს­ტე­ბი გა­მო­ვაქ­ვეყ­ნო. არ შე­მიძ­ლია თავი მო­გაჩ­ვე­ნოთ, რომ არა­ფე­რი ხდე­ბა და ეს მე არ მე­ხე­ბა. ახლა რომ გავ­ჩუმ­დე, მერე სა­კუ­თარ თავს არ ვა­პა­ტი­ებ. ამავდრო­უ­ლად, მე არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ მათ, ვინც ჩუ­მად არი­ან, ჩვენ ყვე­ლა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ვუმკლავ­დე­ბით სტრესს.

და ახლა ყვე­ლა სტრეს­შია, ჩვენ ყვე­ლას გვტკი­ვა ... ეს ყვე­ლა­ფე­რი მტკივ­ნე­უ­ლი და სა­ში­ნე­ლია.

დღეს ძა­ლი­ან მინ­დო­და ტა­ძარ­ში წას­ვლა, მაგ­რამ გუ­შინ კო­ვი­დი და­მი­დას­ტურ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ - კი­დევ ერთხელ გა­მარ­ჯო­ბა.

ჩა­ე­ხუ­ტეთ თქვენს ოჯახს და მე­გობ­რებს, მი­წე­რეთ ან და­უ­რე­კეთ თქვენს მე­გობ­რებს. გა­მო­ხა­ტეთ ყუ­რა­დღე­ბა და მხარ­და­ჭე­რა, და­ეხ­მა­რეთ მათ, ვი­საც სჭირ­დე­ბით, რო­გორც შე­გიძ­ლი­ათ. არ და­უშ­ვათ სი­ძულ­ვი­ლი და ბრა­ზი თქვენს გულ­ში.

და გახ­სოვ­დეთ, სიყ­ვა­რუ­ლი პირ­ველ ად­გილ­ზეა. მე ყო­ველ­დღე ვლო­ცუ­ლობ მშვი­დო­ბის­თვის".

წყარო