უკრაინამ საჰაერო შეტაკებისას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი დაკარგა - კვირის პალიტრა

უკრაინამ საჰაერო შეტაკებისას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი დაკარგა

რუსი ოკუპანტებისგან უკრაინის დაცვისას, საჰაერო შეტაკებისას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი ალექსანდრე ოქსანჩენკო დაიღუპა.

"დაიღუპა როგორც გმირი - მტრის ავიაციას ყურადღება გადაატანინა“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გარდაცვლილ სამხედრო მფრინავს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

„პოლკოვნიკი ალექსანდრე ოქსანჩენკო უკრაინის გმირია. ის საჰაერო შეტაკებისას დაიღუპა, მან მტრის ავიაციას ყურადღება გადაატანინა. 2018 წელს ვჩქარობდი მუზეუმში ბრიგადის საგამოფენო ადგილი დამესრულებინა, რომელიც ამ უდიდეს და ნიჭიერ მფრინავს დაეთმობოდა. სამწუხაროა, რომ უკრაინის გმირის წოდება მან სიცოცხლეში ვერ მიიღო. ის ჩემთვის მუდამ გმირი და მუდამ ცოცხალი იქნება“, - განაცხადა უკრაინის დამცველმა ლანა ბორისოვამ "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

mfrinavi2-1646123152.jpg

ლეგენდარული მფრინავის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ-არხზე გავრცელდა.

"პოლკოვნიკმა ალეკსანდრ ოკსანჩენკომ - უკრაინელმა მფრინავმა, რომელიც მსოფლიოში ავიაგამანადგურებლის საუკეთესო მფრინავი გახლდათ, უკრაინის გმირის წოდება დაღუპვის შემდეგ მიიღო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ვინ იყო ალეკსანდრ ოკსანჩენკო?

უკრაინელ პოლკოვნიკ ალეკსანდრ ოკსაჩენკოს 2 ათას საათზე მეტი ჰქონდა ნაფრენი. ასრულებდა ყველაზე საშიშ და რთულ მანევრებს.

SIAF, The Royal International Air Tattoo, International Airshow-2017 და Czech International Air Fest -ის ავიაშოუების შემდეგ ის მსოფლიოში ავიაგამანადგურებლის საუკეთესო მფრინავად აღიარეს.