"მე და ოლენა მადლობლები ვართ კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის მხარდაჭერით ამ გადამწყვეტ დროს" - კვირის პალიტრა

"მე და ოლენა მადლობლები ვართ კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის მხარდაჭერით ამ გადამწყვეტ დროს"

უკრაინის პრეზიდენტი პრინც უილიამსა და ქეითს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.

„მე და ოლენა მადლობლები ვართ კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის მხარდაჭერით ამ გადამწყვეტ დროს, როდესაც უკრაინა გაბედულად ეწინააღმდეგება რუსეთის შემოჭრას, ისინი გვერდში უდგანან ჩვენს ქვეყანას და მხარს უჭერენ ჩვენს მამაც მოქალაქეებს. სიკეთე გაიმარჯვებს“, - წერს ზელენსკი.