(VIDEO) "ტაშ-ფანდურით გამოცილებას, ტელევიზიით დაფიქსირებას, სად მოდიხართ, თავი დაანებეთ. "ფეისბუქზე" რომ სურათი დადოთ, მაგისთვის არ ჩამოხვიდეთ" - რა მიმართვას ავრცელებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი? - კვირის პალიტრა

(VIDEO) "ტაშ-ფანდურით გამოცილებას, ტელევიზიით დაფიქსირებას, სად მოდიხართ, თავი დაანებეთ. "ფეისბუქზე" რომ სურათი დადოთ, მაგისთვის არ ჩამოხვიდეთ" - რა მიმართვას ავრცელებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი?

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი ვანო ნა­დი­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვი­დე­ო­მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს.

"ვიცი, რომ ბევ­რი მო­დი­ხართ სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნა­ში, მაგ­რამ ჩემი თხოვ­ნაა, ტაშ-ფან­დუ­რით გა­მო­ცი­ლე­ბას, ტე­ლე­ვი­ზი­ით და­ფიქ­სი­რე­ბას, სად მო­დი­ხართ, რო­გორ მო­დი­ხართ, თავი და­ა­ნე­ბეთ, რა. და­მი­ჯე­რეთ, სა­თა­მა­შოდ არ მო­დი­ხართ, არც კომ­პი­უ­ტე­რულ ომებს არ ნა­ხავთ აქ, აქ ნამ­დვილ ომს ნა­ხავთ. "პონ­ტე­ბი" და ომე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გა­ნას­ხვა­ვეთ. ამას­თან, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოხ­ვალთ, ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხოა მა­ტა­რე­ბე­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით. მან­ქა­ნე­ბით არც ისე ად­ვი­ლია. ასე რომ, შე­ე­გუ­ეთ იმას, რომ ომში მო­დი­ხართ. გეხ­ვე­წე­ბით, სა­ხე­ე­ბი და­მა­ლეთ სა­ნამ ჩა­მოხ­ვალთ. "ფე­ის­ბუქ­ზე" რომ სუ­რა­თი და­დოთ, მა­გის­თვის არ ჩა­მოხ­ვი­დეთ. აქ რომ მოხ­ვალთ, წუ­წუ­ნი არ და­ი­წყოთ. 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ზუს­ტად ორ­სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი მე­ძი­ნა. და­უ­ბა­ნე­ლიც ვარ, ჭუ­ჭყი­ა­ნიც და მში­ე­რიც. ამი­ტომ შე­ე­გუ­ეთ ამ ყვე­ლა­ფერს. აქ მო­დი­ხართ სა­ომ­რად. ნუ პი­ა­რობთ წი­ნას­წარ არ და­დოთ არა­ნა­ი­რი ფო­ტო­ე­ბი, რომ მე მივ­დი­ვარ იქ, არ­სად არა­ფე­რი და­წე­როთ სად უნდა შე­უ­ერ­თდეთ, სად გა­და­ად­გილ­დე­ბით და ა.შ.. დღეს ბე­ლო­რუ­სი­დან შე­მო­სუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ჩა­ერ­თნენ. ყო­ველ წუთს და ყო­ველ წამს იც­ვლე­ბა სი­ტუ­ა­ცია. სა­დაც არ ვე­ლო­დე­ბო­დით, იქ გა­მოჩ­ნდნენ მტრე­ბი", - ამ­ბობს ნა­დი­რა­ძე ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში.

იხილეთ ვიდეო: