"მადლობა მოსახლეობას, რომელიც შიშველი ხელებით აჩერებს ტანკებს, სულის სიმტკიცით დევნის ოკუპანტებს..."
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას, რომელიც „შიშველი ხელებით აჩერებს ტანკებს“.
ამის შესახებ ნათქვამია მის ვიდეომიმართვაში.
„მადლობლები ვართ ყველასი, ვინც ამ საგანგებოდ რთულ პირობებში უზრუნველყოფს ჩვენს მოსახლეობას ყველაფრით, რაც აუცილებელია სიცოცხლისთვის, პროდუქტით, ენერგიით, მედიკამენტებით. და ასევე მადლობა მოსახლეობას, რომელიც შიშველი ხელებით აჩერებს ტანკებს, სულის სიმტკიცით დევნის ოკუპანტებს ადმინისტრაციული შენობებიდან, მათ ყოფნას უკრაინაში სამარხვინოს ხდის და ამტიცებენ, რომ ისინი აქ უცხოები არიან. სწორედ ეს არის სახალხო ომი, სწორედ ეს არის უკრაინელი ხალხი“, - განაცხადა ზელენსკიმ.