რას წარმოადგენს Anonymous-ი, რომელმაც რუსეთს კიბერ ომი გამოუცხადა - კვირის პალიტრა

რას წარმოადგენს Anonymous-ი, რომელმაც რუსეთს კიბერ ომი გამოუცხადა

21-ე სა­უ­კუ­ნე და ციფ­რუ­ლი ეპო­ქა მსოფ­ლი­ოს ახალ გა­მოწ­ვე­ვებს სთა­ვა­ზობს. კი­ბერ ომე­ბი აქამ­დე თუ ფილ­მებ­ში გვქონ­და ნა­ნა­ხი, ახლა ის უკვე რე­ა­ლო­ბად და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა. ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფოს სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­ზე, თუ ბიზ­ნეს სექ­ტორ­ზე მსოფ­ლი­ოს­თვის ბოლო წლე­ბია უცხო არ არის, თუმ­ცა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დროს კი­ბერ­შე­ტე­ვებ­მა სულ სხვა მას­შტა­ბი შე­ი­ძი­ნა.

ჰა­კერ­თა მოძ­რა­ო­ბა Anonymous-მა ღიად გა­მო­უ­ცხა­და ომი რუ­სე­თის მთავ­რო­ბას - მათი ძალა უკვე გა­მოს­ცა­დეს აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­მა. ანო­ნიმ­მა ჰა­კე­რებ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღეს რამ­დე­ნი­მე კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­ზე, რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ვებგ­ვერ­დე­ბის, მათ შო­რის, კრემ­ლი­სა და რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტე­ბის გა­თიშ­ვა­ზე. მათ ასე­ვე გა­ტე­ხეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცემ­თა ბაზა, ხოლო რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­არ­ხებ­სა, თუ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ვებგ­ვერ­დებ­ზე უკ­რი­ნის ჰიმ­ნი, სხვა უკ­რი­ა­ნუ­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი და რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გა­უშ­ვეს.

ანო­ნი­მი ჰა­კე­რე­ბი იუ­მო­რი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვი­ანთ მიმ­დევ­რებს ეკი­თხე­ბი­ან, თუ რო­მე­ლი რუ­სუ­ლი უწყე­ბა ამო­ი­ღონ მი­ზან­ში, ასე­ვე თა­ვი­ანთ სა­მიზ­ნე­ებს პოსტზე ნიშ­ნა­ვენ და უწე­რენ, რომ "თა­მა­შის­თვის მო­ემ­ზა­დონ."

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მოგ­წონთ მათი "რო­ბინ ჰუ­დის" სტი­ლი, იდე­ო­ლო­გია, თუ მათ ქმე­დე­ბას უგუ­ნუ­რე­ბად მი­იჩ­ნევთ, უდა­ვოა, რომ Anonymous-ი ბოლო წლებ­ში ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ძა­ლად იქცა. (გაგრძელება)