ბერა ივანიშვილი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს - რას წერს ბიძინა ივანიშვილის ვაჟი "ინსტაგრამზე"?
ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა "ინსტაგრამზე" წერს, რომ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
"მინდა, გამოვხატო სოლიდარობა ჩემი ძვირფასი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ომი 2008 წელს გავიარეთ და ვიცით, რომ ამაზე საშინელება და ტრაგიკული არაფერია. ვლოცულობ თქვენთვის" - წერს ბერა ივანიშვილი.