"თუ ნატო მზად არ არის უკრაინის მისაღებად, საჭიროა შემუშავდეს უსაფრთხოების გარანტიები" - რას აცხადებს ვლადიმერ ზელენსკი - კვირის პალიტრა

"თუ ნატო მზად არ არის უკრაინის მისაღებად, საჭიროა შემუშავდეს უსაფრთხოების გარანტიები" - რას აცხადებს ვლადიმერ ზელენსკი

თუკი ნატოს წევრი ქვეყნები არ არიან მზად უკრაინის თავდაცვით ალიანსში მისაღებად, საჭიროა კიევისთვის შემუშავდეს უსაფრთხოების გარანტიები. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კიევი მოითხოვს უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს, თუკი ნატო უკრაინის წევრობის პერსპექტივებს კარს დაუხურავს.

"ჩვენმა პარტნიორებმა, თუკი მზად არ არიან ნატოში უკრაინის მისაღებად იმიტომ, რომ რუსეთს არ სურს, რომ უკრაინა ნატოში იყოს, უნდა შეიმუშავონ უსაფრთხოების საერთო გარანტიები უკრაინისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცვის უზრუნველყოფა, ყველა მეზობელთან განსაკუთრებული ურთიერთობა და უსაფრთხოება.

"ინტერპრესნიუსი"