დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა
დიდი ბრიტანეთი ბელარუსს უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მისი როლის გამო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ BBC- წერს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ სანქციები წესდება კერძო პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ქვეყანის როლის გამო, უკრაინაში რუსეთის შეჭრაში.
"ლუკაშენკოს რეჟიმი აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს რუსეთის უკანონო შეჭრას და იგრძნობს ეკონომიკურ შედეგებს მისი მხარდაჭერისთვის პუტინის მიმართ”, - ამბობს ლიზ ტრასი.
"ინტერპრესნიუსი"