"ჩვენი ქალაქი ოკუპირებულია, ბრძოლები მიმდინარეობს, დაღუპული ბევრია"
უკრაინის ქალაქ ხერსონის მერის იგორ კოლიხაევის განცხადებით, რუსულმა ძალებმა წუხელ ქალაქის რკინიგზის სადგური და პორტი დაიკავეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჩვენი ქალაქი ოკუპირებულია, ბრძოლები მიმდინარეობს,“- განაცხადა მერმა. მისი თქმით, დაღუპული ბევრია და მათ შორის არიან როგორც ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.
ინტერპრესნიუსი