"რა არის შემდეგი ბაბინ იარის მერე? ნატოს ბაზები? წმინდა სოფიას ტაძარი? ლავრა? რაზეც არ უნდა ოცნებობდნენ, ეშმაკმა დალახვროს, ღმერთი ჩვენთანაა!"
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს - ბაბინ იარის შემდეგ, რას უწოდებთ „სამხედრო ობიექტებს“: წმინდა სოფიას ტაძარს? ლავრას, თუ წმინდა ანდრიას ეკლესიას?
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს შეკითხვით მიმართავს, ბაბი იარის შემდეგ, რას უწოდებს „სამხედრო ობიექტებს“: წმინდა სოფიას ტაძარს, ლავრას თუ წმინდა ანდრიას ეკლესიას.
„გუშინ საღამოს და წუხელ მათ განაგრძეს ჩვენს ქალაქებზე დარტყმა - ბომბები, რაკეტები, არტილერია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღდეგ, ისევ და ისევ საცხოვრებელი უბნების წინააღმდეგ. მარიუპოლი, ხარკოვი, კიევი, ჟიტომირი და უკრაინის სხვა ქალაქები და დასახლებები. რა არის შემდეგი ბაბინ იარის მერე? კიდევ რომელი „სამხედრო ობიექტები“ ემუქრება რუსეთს? ნატოს ბაზები? წმინდა სოფიას ტაძარი? ლავრა? წმინდა ანდრიას ეკლესია? რაზედაც არ უნდა ოცნებობდნენ, ეშმაკმა დალახვროს, ღმერთი ჩვენთანაა!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.