"თინა კანდელაკის საქციელის შეფასებას ცენზურის დარღვევის გარეშე ვერ შევძლებ..." - კვირის პალიტრა

"თინა კანდელაკის საქციელის შეფასებას ცენზურის დარღვევის გარეშე ვერ შევძლებ..."

"უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ეს მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი არ არის. ვფიქრობ, ამ ომის შედეგები პირდაპირ საქართველოს უკავშირდება - ახლა ჩვენი ომიც მიმდინარეობს და "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი" ვერ იქნება", - ამბობს მოდელი ნინი გრძელიშვილი, რომელიც ბევრი ჩვენგანის მსგავსად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო აღშფოთებას ვერ მალავს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი აგრესორია და ყოველთვის ასეთი იყო. სხვათა შორის, პროგნოზიც გავაკეთე, რომ მოვლენები სავარაუდოდ ასე განვითარდებოდა, რადგან პუტინი შეურაცხადია - გიჟი თავისუფალია, ყველაფერზე წამსვლელია, "უტორმუზოა"... ამიტომ ყოველ დილით შიშით ვიღვიძებ, ინტერნეტში რა სიახლე დამხვდება. ეს დღეები ვერ მოვდუნდი. დარწმუნებული ვარ, ყველა ასეა..."

"ალბათ, გიჟი თუ არ ხარ ადამიანი, ომი არ გინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთი კატეგორიის ხალხიც არის, ვინც ამბობს, - რუსეთი არ გავაღიზიანოთო... ამ რიტორიკას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ეს ხალხი ვერ მიხვდა, რომ ჩვენ სხვა თაობა ვართ და არავის მონობაში არ გვინდა ყოფნა. რატომ ვფიქრობთ, რომ მარტო ჩვენ გვყავს დედები, შვილები, და-ძმები, ვერ ვიგებ: დარწმუნებული ვარ, უკრაინაშიც არავის უნდა, რაც იქ ხდება, მაგრამ როდესაც სიტუაცია გარდაუვალია, ეს ხალხი ბოლომდე იბრძვის..." "თინა კანდელაკს რაც შეეხება, მისი საქციელის შეფასებას ცენზურას დარღვევის გარეშე ვერ შევძლებ... "სამარცხვინოც" არ ეთქმის. არარაობაა არა მხოლოდ კანდელაკი, არამედ თუნდაც, ქალბატონი ქეთა თოფურია, რომელმაც სოციალურ ქსელში "პოსტიც" კი არ გამოაქვეყნა: "სთორი" დადო - არა ომსო. უკრაინის დროშაც არ გამოუქვეყნებია. ვითომ არც მწვადი დაწვა, არც - შამფურიო თუ რა ვიცი... ეს ხალხი ჩემში აგრესიას იწვევს. მათ ქართული მხოლოდ გვარი აქვთ. მათგან ჯანსაღი პოზიცია არასოდეს მომისმენია..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 3 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი