რატომ ჩავიდა ვანო მერაბიშვილი უკრაინაში - კვირის პალიტრა

რატომ ჩავიდა ვანო მერაბიშვილი უკრაინაში

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აქტიურადაა ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში:

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.

დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადავოისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.

მე, ჩემი მხრიდან, ყველა შესაძლებლობას მოვახმარ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას.

გამძლეობას და უმოკლეს დროში გამარჯვებას ვუსურვებ გმირ უკრაინელ ხალხს.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!", - წერს სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილი