"ახალი Bayraktar-ები უკვე უკრაინაშია და საბრძოლო მზადყოფნაშია" - რას აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი? - კვირის პალიტრა

"ახალი Bayraktar-ები უკვე უკრაინაშია და საბრძოლო მზადყოფნაშია" - რას აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი?

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, თურქული დრონების, Bayraktar-ების ახალი პარტია უკვე უკრაინაშია და საბრძოლო მზადყოფნაშია.

„უკრაინაში ახალი bayraktars -ი უკვე ჩამოვიდა და საბრძოლო მზადყოფნაშია. იქნება მეტი „სტინგერი“, მეტი „ჯაველინი“,- წერს რეზნიკოვი.

მისი თქმით, ევროპა უკრაინას აწვდის ყველაფერს, რაც თავდაცვისთვის სჭირდება.

„ჩვენ თავისუფალი სამყაროს ფრონტის ხაზზე ვართ,“- აცხადებს რეზნიკოვი

"ინტერპრესნიუსი"