უკრაინა რომის პაპს ჰუმანიტარულ დერეფნებზე პუტინთან მოლაპარაკებებს სთხოვს
ოფიციალურმა კიევმა რომის პაპს სთხოვა რუსეთის პრეზიდენტთან ისაუბროს, ომის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
”იმედი მაქვს, საუბარი გაიმართება”, - თქვა ვერეშჩუკმა ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, დღეს ვატიკანში გამართულ აუდიენციაზე პონტიფიკოსმა პოლონეთისადმი "ღრმა მადლიერება" გამოხატა უკრაინელი დევნილებისთვის საზღვრების გახსნის გამო.
"ინტერპრესნიუსი"