როგორ ეხმაურება გიორგი გახარია მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ? - კვირის პალიტრა

როგორ ეხმაურება გიორგი გახარია მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ?

საქართველოს ყოფილი პრემიერი, პარტია "საქართველოსთვის’’ დამფუძნებელი გიორგი გახარია ვროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება:

"მივესალმებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას. აუცილებელია განაცხადს მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით.

ვთავაზობთ, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში მაქსიმალურ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ აქტორს, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან - გვერდით გადავდოთ მსჯელობა იმაზე, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა აღნიშნულ პროცესში, გავერთიანდეთ იდეის ირგვლივ და სწრაფად და ეფექტიანად მივიყვანოთ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე. მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.პარტია "საქართველოსთვის’’, - წერს გიორგი გარია