ჩერნიგოვში რუსული ჭურვი ნავთობბაზას მოხვდა, რის შედეგად ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

ჩერნიგოვში რუსული ჭურვი ნავთობბაზას მოხვდა, რის შედეგად ხანძარი გაჩნდა

ჩერნიგოვში რუსული ჭურვი ნავთობბაზას მოხვდა. შედეგად ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცეცხლი, ჯამში 3 ათასი კუბური მეტრის მოცულობის დიზელის საწვავის რეზერვუართა ერთობლიობას უკიდია.