რა ვაჩუქოთ საყვარელ ქალს 8 მარტს ?! - კვირის პალიტრა

რა ვაჩუქოთ საყვარელ ქალს 8 მარტს ?!

ქალთა დღე ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა დაიწყო ფიქრი საყვარელი ქალისთვის საჩუქრის შერჩევაზე. ხშირად, ასეთ დროს გვინდა, ჩვენ გვერდით მყოფ ძვირფას და მნიშვნელოვან ადამიანებს განსაკუთრებული საჩუქარი ვაჩუქოთ, თუმცა ყოველწლიურად განსხვავებული სიურპრიზების დაგეგმვა რთულია.

მარტის შემოსვლას სხვადასხვა კომპანიები საინტერესო აქციებით ხვდებიან. თუ გაინტერესებს როგორ შეიძლება გაახარო შენთვის საყვარელი ქალბატონი ეს სტატია შენთვისაა. “Kontakt Home” მომხმარებელს 1-დან 9 მარტის ჩათვლით ნებისმიერ პროდუქტზე 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს, ამ სტატიაში კი იმ პრაქტიკულ ნივთებს გირჩევთ, რომლებიც თქვენს პარტნიორს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუადვილებს და მათ გულსაც მოიგებს. ასე რომ, გაეცანი საუკეთესო საჩუქრებს საუკეთესო ფასად Kontakt Home-სგან:

საყვარელი ადამიანის გასახარებლად ბევრი რამ არ არის საჭირო - ამისთვის საკმარისია, საჩუქარი იყოს პრაქტიკული და დახვეწილი. სმარტფონი უკვე წლებია არ კარგავს აქტუალობას და კვლავაც წარმატებით ითავსებს თქვენი ადრესატის გახარების მისიას. ამასთან ერთად, კვლევები ადასტურებს, რომ Samsung-ის პროდუქტები ქალების ყველაზე სასურველ საჩუქრებს შორისაა, ფასი კი ნუ შეგაშინებთ. 9 მარტამდე, Kontakt Home-ის მაღაზიებში Samsung Galaxy A12 32GB-ს შეძენა სპეციალური პირობებით არის შესაძლებელი: თვეში მხოლოდ 24,6 ლარად!

marti6-1646306262.png

რაც მთავარია, Kontakt-ში სმარტფონები მოიძებნება ყველა გემოვნების ადამიანისთვის. თუ თქვენი საყვარელი ქალბატონი ხშირად გამახსოვრებთ თავს არასტანდარტული გადაწყვეტილებებითა და ორიგინალური მანერებით, სუპერ თანამედროვე Xiaomi Redmi Note 11 Blue სწორედ ის არჩევანია, რომელიც კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს მის უნიკალურ ბუნებას. სმარტფონი სულ ახლახან გამოჩნდა ბაზარზე და უკვე დაიმსახურა მომხმარებლის სიმპათია. თუ გსურთ, თქვენც მოიგოთ საყვარელი ქალბატონის გული, ეწვიეთ Kontakt Home-ის მაღაზიას, სადაც Xiaomi-ს სმარტფონის შეძენას, აქციის ფარგლებში, 669.99 ლარად შეძლებთ.

marti2-1646306261.png

თუ სიურპრიზს თქვენს მშობლებს ან მეუღლეს უკეთებთ, გახსოვდეთ, რომ იდეალურმა საჩუქარმა უნდა შეამსუბუქოს საოჯახო საქმეები და მაღალი ხარისხით გაართვას თავი ნაკისრ დავალებას - ისე, როგორც ეს თქვენს საყვარელ ქალბატონს მოეწონება! ZANUSSI-ს სარეცხის მანქანა იტალიური ტემპერამენტითა და უშრეტი ენერგიით უზრუნველყოფს ტანსაცმლის სისუფთავეს. რაც მთავარია, ZANUSSI-ს უმაღლესი ხარისხი დაგეხმარებათ დიდხანს შეუნარჩუნოთ ფერადოვნება თქვენს სამოსსა და ურთიერთობებს. ასე რომ, არ გაუშვა შანსი და შეიძინე ZANUSSI ZWSR416S სააქციო 699.99 ლარად!

marti4-1646306262.png

როცა საჩუქრად დიდი ხნის ნანატრ ყურსასმენებს იღებ, ძნელია დაუჯერო საკუთარ ყურებს. თუმცა, ნუ ღელავთ! Xiaomi Redmi Buds 3 მაღალი ხარისხის ჟღერადობა მალევე დაარწმუნებს თქვენს საყვარელ ქალბატონს, რომ საჩუქარი რეალურია, თქვენი არჩევანი კი 100%-ით გამართლებული. Xiaomi-ს ყურსასმენები ნამდვილად სასიამოვნო მუსიკალურ ფონს შეუქმნის თქვენს ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. რაც მთავარია, თქვენი ურთიერთობის ჰარმონიულობა არასდროს ყოფილა ასეთი ხელმისაწვდომი: 9 მარტამდე Redmi Buds 3-ის შეძენა თვეში მხოლოდ 6.66 ლარად არის შესაძლებელი!

marti7-1646306262.png

Braun-ის ბლენდერი უნიკალური საჩუქარია ქალბატონებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჯანსაღ კვებას. საკმარისია ხილისა თუ ბოსტნეულის ნაჭრები მოათავსონ ბლენდერის თასში და დააჭირონ ღილაკს, რათა ერთ წუთში შეძლონ მიირთვან დახვეწილი სმუზი თუ უგემრიელესი კოქტეილი. გემოს რეცეპტორები ჯადოსნური ძალით მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე. ასე რომ, ბრაუნის ბლენდერი იდეალური საჩუქარია როგორც თქვენი ოჯახის წევრი ქალბატონებისთვის, ასევე კოლეგებისა თუ შეყვარებულისთვის. რა თქმა უნდა, მისი შეძენა ყველაზე დაბალ ფასად Kontakt Home-ში შეგიძლიათ - სულ რაღაც 119.99 ლარად.

marti5-1646306262.png

თუ მზად ხარ მოისმინო კიდევ ერთი საინტერესო წინადადება, მაშინ განვაგრძოთ საჩუქრის შერჩევის პროცესი. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი თქვენი საყვარელი ქალბატონისთვის? როგორც წესი, ქალებისთვის იმიჯი ნომერ პირველი პრიორიტეტია, ვარცხნილობა კი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი! Rowenta-ს მრავალფუნქციური ფენი მათ დაეხმარება უმოკლეს დროში მოიყვანონ თმები მწყობრში და გაიბრწყინონ ულამაზესი ვარცხნილობით. ქალთა დღესთან დაკავშირებით Kontakt Home-ის მაღაზიაში სპეციალური ფასდაკლებაც გელოდებათ Rowenta-ს ფენზე, რომლის შეძენაც 99.99 ლარად იქნება შესაძლებელი. თუმცა, თქვენი მისია აქ არ ამოიწურება - არ დაგავიწყდეთ საჩუქრის გადაცემის შემდგომ თქვენი ძვირფასი ქალბატონის შთამბეჭდავი ვარცხნილობაც აღნიშნოთ.

marti3-1646306262.png

როგორც ხედავთ, თქვენი საყვარელი ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქრის შერჩევა Kontakt Home-ში საუკეთესო ფასად არის შესაძლებელი. ასე რომ, გვესტუმრეთ თბილისში, სავაჭრო ცენტრ Tbilisi Central-ის მე-2 სართულზე, აქციებს კი თვალი მიადევნეთ ჩვენს ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდებზე:

https://www.instagram.com/kontakt.ge/

https://www.facebook.com/kontakt.ge/

გახსოვდეთ, Kontakt Home-ში ყოველთვის იპოვით განვადების საუკეთესო პირობებს, გარანტიას საუკეთესო ფასზე და რაც მთავარია, ელექტრო ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტექსტილის ყველაზე დიდ არჩევანს.

(R)