ავიბილეთების დაჯავშვნის სისტემამ რუსეთის სახელმწიფო გადამყვანთან შეთანხმება გაწყვიტა
ბილეთების დაჯავშნის სისტემა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძირითადია ავიაკომპანიებისთვის, აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფო გადამყვანთან შეთანხმება გაწყვიტა, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაართულოს შიდა გადაადგილება. ამის შესახებ CNN იუწყება.
კომპანია Sabre აცხადებს, რომ ავიაკომპანია „აეროფლოტი“ წაშალა თავისი დისტრიბუციის გლობალური სისტემიდან,რაც ნიშნავს, რომ ავიაკომპანია არ იქნება წარმოდგენილი თავის ბაზარზე, რომელსაც იყენებენ ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ვებგვერდები და კორპორაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეისების დასაჯავშნად და შესაძენად.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს სერიოზულ ზომას რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთისთვის საჰაერო სივერცე დახურა.
"ინტერპრესნიუსი"