"თუ არ შეგწევთ ძალა დახუროთ ცა დააწესოთ აკრძალული ზონა უკრაინის თავზე, მაშინ გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები" - ზელენსკი ნატოს მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან დასავლეთს საბრძოლო თვითმფრინავების გამოგზავნის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
"თუ თქვენ არ შეგწევთ ძალა დახუროთ ცა დააწესოთ აკრძალული ზონა უკრაინის თავზე, მაშინ გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები", - თქვა მან.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, "თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, ღმერთმა დაიფაროს, შემდეგი ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი იქნებიან".
"ინტერპრესნიუსი"