საგანგებო სიტუაციები სამსახური: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - კვირის პალიტრა

საგანგებო სიტუაციები სამსახური: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 40 მეხანძრე და 10 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. რუსი სამხედროები მეხანძრეებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ინტერპრესნიუსი