"თუ დავინახავთ პუტინის ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, საჭირო ზომებს მივიღებთ" - კვირის პალიტრა

"თუ დავინახავთ პუტინის ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, საჭირო ზომებს მივიღებთ"

ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ მშვიდობიანი მოქალაქეები პირდაპირი სამიზნეები არიან, თუ თავს ესხმიან სამოქალაქო საცხოვრებლებსა და ადგილებს, ეს არის დანაშაული, - ამის შესახებ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა France 24-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედებების გამართლება ვერ მოხდება იმის მტკიცებით, რომ სამხედრო აუცილებლობა არსებობდა.

„ამის გამართლება იმის თქმით ვერ მოხდება, რომ სამხედრო აუცილებლობა არსებობდა, მაშინ როცა გამოიყენება ფართო სპექტრის იარაღი, იარაღი, რომელსაც დასახლებულ სამოქალაქო ტერიტორიებზე მოქმედების დიდი რადიუსი აქვს,”- აღნიშნა პროკურორმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლო პროცესის წარმოება, ხანმა უპასუხა: "ვნახავთ: არის თუ არა ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. თუ იქნება, მივიღებთ საჭირო ზომებს“.

შეგახსენებთ, ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ აქტიური გამოძიება დაიწყო.

ინტერპრესნიუსი