"გავრცელდა პოსტი, რომ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი... არ შეხვიდეთ შეცდომაში" - რას წერს უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი?
უკრაინაში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს, მამა ნექტარიოს მჭედლიძეს, მას შემდეგ რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა, უკრაინა არ დაუტოვებია. სასულიერო პირი ამჟამად უკრაინაში, ქალაქ ჟიტომირთან ახლოს, ბელორუსიის საზღვართან იმყოფება.
მამა ნექტარიოსი ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ცნობილი ქართველები უკრაინაში დაობლებული ბავშვების შვილად აყვანის სურვილს გამოთქვამენ, რაზეც სასულიერო პირი წერს, რომ ეს შეუძლებელია.
მამა ნექტარიოს მჭედლიძე:
- მეგობრებო, "ფეისბუქზე" გავრცელდა ქართველი ადამიანის სტატუსი თითქოს უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი და მსურველებს თურმე აფიქსირებს საქართველოდან.
უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გაშვილება, ეს არის სიგიჟე, უბრალოდ ფაქტი არც ხდება ხარკოვში 50 ბავშვი იყოს უპატრონოდ. არ შეხვიდეთ შეცდომაში ჯერ უკრაინელი ერი არ აპატიებს, რომ ვინმემ გაბედოს ომში ბავშვები გააშვილონ... (გაგრძელება)