"სტანისლავ, რატომ ჩუმდები? მხარს უჭერ ომს? ახლა კარგად გძინავთ?!" - რატომ აკრიტიკებენ მწვავედ უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოს პოსტზე - კვირის პალიტრა

"სტანისლავ, რატომ ჩუმდები? მხარს უჭერ ომს? ახლა კარგად გძინავთ?!" - რატომ აკრიტიკებენ მწვავედ უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოს პოსტზე

2016 წელს, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული უკრაინული წარმოშობის რუსი მსახიობი გახდა. მაშინ სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში სპეციალურად მოიწვიეს, როგორც ახალგაზრდა პოპულარული ვარსკვლავი. ბონდარენკოს საჩუქრად თბილისში ბინა გადაეცა. უცნობია რა ბედია ეწია სახლს, თუმცა 2019 წელს ვარსკვლავი ბათუმში ისვენებდა.

რუსული კინოსა და თეატრის მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო უკრაინაში, ქალაქ დნეპრორუდნოეში, 1985 წლის 2 ივლისს დაიბადა. 11 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. სამსახიობო კურსის გავლის შემდე კი უკრაინული წარმოშობის ვარსკვლავი რუსეთში პოპულარული სახე გახდა, იღებდნენ ფილმებსა და სერიალებში, ასევე თამაშობს ადგილობრივ თეატრში. ჰყავს მეორე მეუღლე და სამი შვილი.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბონდარენკომ როგორც რუსეთში მოღვაწე ვარსკვლავების ნაწილმა, სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, თუმცა კომენტარების ფუნქცია გაუთიშა. მისი პოსტი საკმაოდ ორაზროვანია, რამაც უკრაინელების გაღიზიანება გამოიწვია.

სტანისლავ ბონდარენკო:

- სულ უფრო რთული ხდება ინფორმაციულ ნაკადში ორიენტირება... რაც მე მინდა ესაა, რომ ომი მალე დამთავრდეს. მე პოლიტიკოსი არ ვარ და არ ვფლობ საკმარის ინფორმაციას. რაც მე მინდა, ესაა მშვიდობა ყველა ჩვენგანისთვის. ისეთი მოვლენები ხდება, სადაც ჩვენ უძლურები ვართ, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენზე ბევრია დამოკიდებული და ამ პროპორციებს ყველა ინდივიდუალურად ადგენს.

ჩანს რომ შექმნილი სიტუაცია და დრო არ გვიშვებს თავისი კლანჭებიდან და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რისი გადატანა მოგვიწევს მომავალში... ათასწლეულებია რაც ერთმანეთის მიმართ ადამიანობამ მოგვიყვანა და იმედი მაქვს, ჩვენ ეს თვისება ჯერ არ დაგვიკარგავს.

პ.ს. წამქეზებლები ძალიან ბევრია, ისევე როგორც ბრალმდებელი! ნუ გავიწყდებათ ყველა თავად აკეთებს არჩევანს. მე ჩემი გავაკეთე და 2016 წლიდან არ განვიხილავ ამ თემას არანაირად. ყველაფერი ღვთის ნებაა. ნუ წამოეგებით ინფორმაციულ პროვოკაციებს.

ბონდარენკო წერილში არ ახსენებს საკუთარ სამშობლოს უკრაინას და არც რუსეთს ადანაშაულებს მეზობელ სახელმწიფოში შეჭრაში. როგორც ჩანს, მისმა პოსტმა ძალიან გააღიზიანა უკრაინელები და ისინი ფეისბუქის პირად გვერდზე დანგრეული კორპუსების ფოტოებს უქვეყნებენ და მომხდარზე რეაგირებას სთხოვენ.

წყარო